ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გენპროკურორი გადადგა: უკრაინის პარლამენტმა მთავრობის გადადგომას მხარი არ დაუჭირა

 

უკრაინის პარლამენტმა მთავრობის გადადგომას მხარი არ დაუჭირა. მინისტრთა კაბინეტის გადადგომას, რომლისთვისაც 226 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, მხოლოდ 194 კანონმდებელი მიემხრო.

უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, ინიციატივის კიდევ ერთხელ განხილვის უფლება უმაღლეს რადას ახალ სესიამდე, სექტემბრამდე არ ექნება.

მთავრობის გადაყენების ინიციატორი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს ბლოკის ლიდერი, იური ლუცენკო იყო.

პრემიერსა და გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდა ქვეყნის პრეზიდენტმაც. მიზეზად, პეტრო პოროშენკომ, მთავრობის შემადგენლობის განახლებისა და მის მიმართ ნდობის აღდგენის აუცილებლობა დაასახელა.

პრეზიდენტის ოფიციალური მიმართვის გამოქვეყნების შემდეგ, თანამდებობა დატოვა გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა. უკრაინული მედია მის სავარაუდო შემცვლელებს შორის დავით საყვარელიძის კანდიდატურასაც ასახელებს.

იტვირთბა....