ახალი ამბები მთავარი სამართალი

ცნობილია ვინ არის ბიჭი, რომელიც 128 ლარის ჯართის გამო ციხეში გაუშვეს

128 ლარის ღირებულების ჯართის გამო 23 წლის ბიჭი ციხეში 5 წლით გაუშვეს. ბექა ხონელიძე ნაგავსაყრელიდან რამდენიმე ფილა თუნუქის გამო დააკავეს.

ორი შვილის მამა ამჟამად ქსნის კოლონიაში იმყოფება და ირწმუნება, რომ უდანაშაულოა.

ბრალდებულის თქმით, ფილები არ მოუპარავს და ჩვენება პოლიციამ გააყალბა.

ხონელიძის დედა “ტვ პირველთან” ამბობს, რომ მსჯავრდებულმა რამდენიმე თუნუქის ნაჭერი მიტოვებულ შენობაში ნახა, რომელსაც კარიც კი არ აქვს.

“შვილები მამის გარეშე უნდა გაიზარდონ. ოჯახთან დამშვიდობების საშუალებაც კი არ მისცეს, მოსამართლემ ჩეი შვილის ადგილზე, პროცესზევე დაკავების ბრძანება გასცა”- აცხადებს დაკავებულის დედა.

იტვირთბა....