ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„პუტინი არის სტალინის ჩინური ვარიანტი“ – მამუკა ყურაშვილი

გენერალმა მამუკა ყურაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მარცხის გაფორმებასა და რუსეთში მიმდინარე რყევებზე ისაუბრა.

„მსოფლიოს დამშვიდება დავარქვათ ამას. ამის ერთადერთი უებარი წამალი არის ის, რომ რუსეთი დაუბრუნდეს თავის საზღვრებს. სხვა გამოსავალი აქ არ არის. ამას კაპიტულაცია დაერქმევა, ის სათაურები რასაც თვითონ იგონებენ, „კეთილი ნების ნაბიჯი“, „ადმინისტრაციული ოლქის საზღვრების აღდგენა“, არ აკლიათ მიზეზები. რა სახელიც უნდათ, ის დაარქვან, მაგრამ ის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ გაჩერდება იქამდე, სანამ არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ფაქტი. რა თქმა უნდა, ჩვენზე კარგად იცის ვლადიმერ პუტინმა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა რეალურად რა მდგომარეობა აქვთ. ეს სასოწარკვეთილი დაბომბვები ზუსტად იმის შედეგია, რომ სიზუსტის იარაღიც ელევათ, არის კოლოსალური დანაკარგები პირად შემადგენლობაში, რომელიც ამოუწურავი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს სათვალავში არ ჰყავდათ დაღუპულები და მთავარი, პრობლემები იჩენს უკვე თავს. რუსეთში არის უკვე ოთხი არმია. ეს არის რეგულარი ჯარი, ასევე ე.წ. „როსგვარდია“, ასევე კადიროვის შეიარაღებული დაჯგუფება და პრიგოჟინის 30 000-იანი რეციდივისტების არმია, რომელსაც შორს მიმავალი გეგმები აქვს.

მარცხის მოთმენას არავინ არ აპირებს რუსეთში. ის განწყობები რაც იყო, ზუსტად მაგის გადასაფარად იყო ეს ომი წამოწყებული, რომ ის სიდუხჭირე რაც არის რუსეთში, ის თუ რასთან არის დაკავშირებული ნავთობის ფასი და დღეს ვიცით, როგორი გააქტიურებულია. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ბაზარზე არ ზღუდავენ რაოდენობაში რუსეთს, უკვე უწესებენ ზღვარს, რაც არის დამანგრეველი რუსეთისთვის. ამ სასოწარკვეთიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შიგნით დადგება ამის საკითხი, იმიტომ რომ არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს, თუ როგორ მოუვიდათ ის, რომ დაკარგეს ხერსონი.

ვნახეთ, როგორი თამამი ნაბიჯი გადადგა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, როდესაც ხერსონის მოსახლეობას მიულოცა და შეიარაღებული ძალების შემადგენლობა დააჯილდოვა. რატომ არ იყო პუტინი ჩაბრძანებული, ე.წ. არჩევნები რომ ჩაატარა. ამიტომ ვერანაირად ვერ გახდება სტალინი. პუტინი არის სტალინის ჩინური ვარიანტი და იმათ უნდათ სტალინის ნახვა და სტალინი ვერ იქნება“, – განაცხადა ყურაშვილმა.

იტვირთბა....