aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სპეცოპერაცია ხიდისთავში – ამოღებულია ხელყუმბარები და საბრძოლო მასალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სამართალდამცავებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, რის შედეგადაც ხელყუმბარები და იარაღი ამოიღეს.

“ხიდისთავში რეიდები ტარდება პოლიციის. გუშინ, ერთი სახლის ჩხრეკა ჩატარდა, ლენტები ჰქონდათ შემორტყმული და იარაღები და ხელყუმბარები ამოუღიათ”, – ყვება წყარო.

წყაროს ინფორმაციით, პოლიციამ დღეს კვლავ გაჩხრიკა საცხოვრებელი სახლები. შსს-ს აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

იტვირთბა....