საზოგადოება

რომელ ადგილზეა რეიტინგში საქართველო: ყველაზე ძლიერი არმია მსოფლიოში

საიტმა „Global Firepower“-მა  მსოფლიოს ქვეყნების შეიარაღებული ძალების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის თანახმად საქართველოს შეიარაღებული ძალები სამხრეთ კავკასიაში ძალიან სუსტია და  აზერბაიჯანს მნიშვნელოვნად, სომხეთს კი მცირედით ჩამორჩება. რეიტინგში აზერბაიჯანმა 64-ე ადგილი (1,5221 სარეიტინგო ქულა), სომხეთმა 74-ე ადგილი (1,8231 სარეიტინგო ქულა), საქართველომ კი 75-ე ადგილი (1,8434 სარეიტინგო ქულა) დაიკავა.
რეიტინგის ლიდერი, როგორც მოსალოდნელი იყო აშშ-ს შეიარაღებული ძალები გახლავთ. უძლიერესი შეიარაღებული ძალების ათეულში შემდეგი ქვეყნებია წარმოდგენილი.
1. აშშ
2. რუსეთი
3. ჩინეთი
4. ინდოეთი
5. დიდი ბრიტანეთი
6.საფრანგეთი
7. სამხრეთ კორეა
8. გერმანია
9. იაპონია
10. თურქეთი
რეიტინგის თანახმად ასევე ძალიან სუსტი სამხედრო ძალები მოზამბიკს, მალის და სომალს ჰყავს.

რეიტინგში ქვეყნის ბირთვული პოტენციალის და ასევე სამხედრო და პოლიტიკური ლიდერობის გათვალისწინება არ ხდება.
რეიტინგის გამოთვლის მეთოდოლოგია 50-ზე მეტ ფაქტორს ითვალისწინებს, მათ შორისაა – თავდაცვაზე გაწეული ხარჯები, სამხედრო ავიაციის და საზღვაო ძალების ძლიერება, ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოცულობა და ქვეყნის ლოჯისტიკური თავისებურებები, საზღვაო პორტების რაოდენობა და მოქმედი აეროპორტები, ასევე გზების სიგრძეები.
რეიტინგში ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს ადამიანური რესურსები წარმოადგენ.

 

წყარო: http://www.globalfirepower.com

იტვირთბა....