aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთისთვის საომარი მოქმედებები საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს, ამიტომ პუტინი პოლონეთში პროვოკაციას ვერ გაბედავდა – ამირან სალუქვაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამხრედო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ, საინფორმაციო სააგენტო “მეტრონომთან” პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ჯერ-ჯერობით გასარკვევია, თუ ვინ და რატომ გაისროლა რაკეტა პოლონეთის მიმართულებით.

“საერთოდ, ომების დროს პოლონეთის ინცინდენტის მსგავსი რამ ხდება, დაზღვეული არავინაა, უბრალოდ აქ გასარკვევია, ეს იყო რუსეთიდან გაშვებული რაკეტა და უნდა მომხდარიყო უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა, ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია პოლონეთისა და ნატოს წინააღმდეგ, თუ ეს იყო რუსეთის რაკეტის ჩამოსაგდებად გაშვებული უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა”, – განაცხადა სალუქვაძემ.

სამხედრო ექსპერტმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა რუსეთისა და პოლონეთში მომხდარი ინცინდენტის კავშირზეც.

“ჩემი აზრით, რუსეთს პროვოკაციაზე წასვლა არ უნდა აწყობდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთისთვის საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები უკრაინაში.

რუსეთის არმიის აქტიური კომპონენტი არის მილიონიანი არმიიდან რამდენიმე ასი ათასი. ამ შემადგენლობიდან საკმაოდ დიდი დანაკარგი მიიღეს ამ ცხრა თვის განმავლობაში. საუბარია ათი ათასობით დაღუპულზე და დაჭრილზე. ახლა გაიწვიეს სამასი ათასიანი რეზერვი, რომელიც, ჯერ-ჯერობით, მთლიანად არ არის მზად იმისათვის, რომ უკრაინაში ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში, ომში მხოლოდ ნაწილი მონაწილეობს.

მე ვერ წარმომიდგენია ახლა, ამ ძალებით რუსეთს აწყობდეს ნატოს მთლიანი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ომის დაწყება, თუ, რა თქმა უნდა, ბირთვულ ომზე არაა საუბარი. არაბირთვულ ომში ჩათრევა რუსეთს წესით არ უნდა”, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

იტვირთბა....