aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კეზერაშვილი ჩვენი არმიისთვის მოპარული ფულით „ბაირამობს“ – ელისაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მოქალაქეების ” ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილი ციხეში უნდა იჯდეს. მისი თქმით, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ქართული არმიისგან ფული მოიპარა.

“დავით კეზერაშვილი უნდა იჯდეს ციხეში, ის არის ჩემთვის ყველაზე წმინდა ინსტიტუციის – ქართული არმიის, შეიარაღებული ძალების ქურდი. ეს არის ყველაზე დიდი შავი ლაქა “ქართული ოცნების”, რომ კეზერაშვილს რამდენიმე წლის წინ, გარიგებების საფასურად, ჯერ ბიზნესების გატანის საშუალება მისცეს საქართველოდან და მერე თვალი დახუჭეს ყველაფერზე და ამიტომ “ბაირამობს” ჩვენთვის და ჩვენი არმიისთვის მოპარული ფულით. ეს არის “ქართლი ოცნების” ბრალი, ახლა გამოიფხიკეს ყურები, არ ვიცი ვინ უთვალთვალებდა, არ აქვს მნიშვნელობა, რატომ დადის ასე ლაღად ამდენი წელი და რატომ ცხოვრობს არხეინად კურორტიდან კურორტზე კეზერაშვილი ჩვენთვის მოპარული ფულით. წესით, ხელფასზე რომ უნდა ეცხოვრა როცა მინისტრი იყო და უცებ აღმოჩნდა, რომ მულტიმილიონერია, ქურდია დავით კეზერაშვილი! თან ქურდია ჯარის და ჩვენი უსაფრთხოების. კეზერაშვილის ადგილი არის გალიაში და “ქართული ოცნების” სირცხვილია და სამარცხვინო საქციელია, რომ ხელი დააფარეს მას.” – განაცხადა ელისაშვილმა.

იტვირთბა....