aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არსებობს მოსაზრება, რომ პოლონეთის დაბომბვა იყო რუსეთის პროვოკაცია, რომლითაც ალიანსი წევრი ქვეყნის რეაქცია შემოწმდა – მიხეილ ბახტაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მეტრონომი“ პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩამოცვენის ფაქტთან დაკავშირებით ისტორიკოსს, პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის წევრს, მიხეილ ბახტაძეს ესაუბრა. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ჯერჯერობით პოლონური მხარისგან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, პოლონური მედიასაშუალებები კი უფრო იქით იხრებიან, რომ ეს იყო შემთხვევითი. ამ მოსაზრებას აძლიერებს ისიც, რომ ბომბები ფერმერის მიწაზე ჩამოცვივდა, მოხვდა ხორბლის საცავს, რამდენიმე მილიონის ღირებულების რაკეტებს კი ასეთ შენობას არავინ ესვრის. პოლონელი ექსპერტების ვარაუდით, ეს რაკეტები რუსული წარმოებისაა, თუმცა დანამდვილებით არ ამბობენ, რომ რუსეთიდანაა გაშვებული. ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომლითაც შემოწმდა პოლონეთის რეაქცია. ამ მომენტისთვის პოლონეთის მხრიდან ოფიციალური განცხადება გაკეთდა მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გაზარდეს საბრძოლო მზადყოფნა სამხედრო და საჰაერო თავდაცვის ნაწილებში, კონსულტაციები მიმდინარებს ნატოსთან და აშშ-თან. მიხეილ ბახტაძემ აღნიშნა, რომ ჩვენი დროით 14:00 სთ-ზე კიდევ ერთხელ გაიმართება პოლონეთის უშიშროების საბჭოს სხდომა და ოფიციალური განცხადებები, შესაძლოა, ამის შემდეგ გაკეთდეს.

იტვირთბა....