ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მედვედევი – დასავლეთი ახალ მსოფლიო ომს უახლოვდება

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, განაცხადა, რომ პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის ინცინდენტის გამო დასავლეთი მესამე მსოფლიო ომს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„პოლონეთის ფერმაში უკრაინული რაკეტის ჩავარდნა მხოლოდ ერთს ადასტურებს, დასავლეთი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, სულ უფრო მეტად უახლოვდება ახალ მსოფლიო ომს“, – დაწერა დიმიტრი მედვედევმა ტვიტერში.

მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა და ნატოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია თუ ვინ ისროლა რაკეტა, რომელიც პოლონეთში, უკრაინის საზღვრიდან 6 კმ-ში ჩავარდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....