ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დიდი ალბათობით, ეს იყო რუსული რაკეტა – პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პოლონეთში ჩამოცვენილ რაკეტებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მათ ჯერ არ აქვთ მტკიცებულებები, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს რაკეტები რუსულია.

„ამჟამად, არ გვაქვს რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება, თუ ვინ ისროლა რაკეტა. დიდი ალბათობით, ეს რუსული რაკეტაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ გამოძიების საგანია“, – განაცხადა დუდამ.

შეგახსენებთ, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოცვენილმა რაკეტებმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

იტვირთბა....