ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პოლონეთის დაბომბვა – ბლინკენი რაუსსა და კულებას ესაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა პოლონეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ზბიგნევ რაუს და დმიტრო კულებას. საუბარი შეეხებოდა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ რაკეტას, რომელსაც მსხვერპლი მოყვა და ასევე უკრაინაზე განხორციელებულ მასირებულ საჰაერო იერიშს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის შემდეგ, ბლინკენმა ტვიტერზე დაწერა, რომ რაუს დაუდასტურა აშშ-ის სრული მხარდაჭერა აფეთქების მიმდინარე გამოძიებაში.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რაკეტა, რომლის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ამავე დღეს რუსეთმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე.

იტვირთბა....