პოლონეთში ჩამოცვენილი რაკეტების ფაქტთან დაკავშირებით ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ „ტვიტერ“ – პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი აღნიშნულ ფაქტზე პოლონეთის გამოძიებას.
[su_quote] ერთი რამ ცხადია: ეს არ მოხდებოდა რუსეთის საშინელი სარაკეტო თავდასხმების გარეშე უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად“ . [su_quote]
– აღნიშნა რუტემ.