ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მორიგი აფეთქება სტამბოლში – დაშავდა 4 ადამიანი

ოთხი ადამიანი დაშავდა სტამბოლში მორიგი აფეთქებების შედეგად – ორის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრიბივი მედიის ინფორმაციით, ფატიჰის რაიონში აფეთქდა სამი ავტომანქანა, რაც, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. გამოკითხვაზეა გადაყვანილი ერთ-ერთი მანქანის მეპატრონე.

აქვს თუ არა მომხდარს კავშირი კვირას სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან -დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. განმარტებებს არ აკეთებენ არც ოფიციალურ წარმომადგენლობებში.

იტვირთბა....