ქართველი ებრაელი ბიზნესმენი, რომლის მოკვლას თბილისში გეგმავდნენ. იგი საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელიიციკ მოშეა. ამის შესახებ ერთ-ერთი ებრაული გამოცემა წერს.
მათივე ინფორმაციით, ქილერი თბილისში პაკისტანიდან ჩამოვიდა. მკვლელობის გეგმა ცნობილი გახდა ქართველი სამართალდამცველებისთვის, მათ დააკავეს პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც იარაღი აღმოაჩნდა. ამასთან, გამოცემის ცნობით, ქართველმა სამართალდამცველებმა მიაკვლიეს ორ პირს, რომელსაც საქართველოსა და ირანის ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, ისინი იარაღით მომარაგებაზე იყვნენ პასუხისმგებლები და კავშირი ჰქონდათ კონტრაბანდისტთან თურქეთში.
ებრაული გამოცემის ცნობით, ყველა ეჭვმიტანილი დაკავებულია და მათ ქართველი სამართალდამცველები კითხავენ.