თუ საკუთარ თავზე ზრუნვა გიყვარს, მაშინ შენთვის კარგი ამბავი გვაქვს: თბილისში, ილია ჭავჭავაძის 47 ნომერში, ვაკის პარკთან, მაღალტექნოლოგიური ესთეტიკის ცენტრი – Sydney Royal Clinic გაიხსნა.
სიდნეის როიალ კლინიკა, რომელიც რამდენიმე ფილიალით ავსტრალიასა და გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთ წამყვან კლინიკას წარმოადგენს, გამოირჩევა მაღალი საერთაშორისო რეპუტაციითა და სანდოობით, რასაც ათიათასობით მომხმარებლის დადებითი გამოცდილება ადასტურებს. კლინიკა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია დარგში არსებული წამყვანი სპეციალისტებით.
სიდნეის როიალ კლინიკა გამოირჩევა ინოვაციურობით, პროცედურების მრავალფეროვნებითა და მაღალკვალიფიციური ექიმებით. იქნება ეს ბიორევიტალიზაცია, ტუჩის აუგმენტაცია, ბოტულინოთერაპია (ბოტოქსი), კოლაგენის მასტიმულირებელი პროცედურები, მეზოთერაპია, PRP თერაპია, ეპილაცია, ტატუს მოშორება, სტომატოლოგია თუ სხვა, თქვენს თავდაჯერებულობასა და ესთეტიკის განცდაზე საქართველოში არსებული წამყვანი პროფესიონალები იზრუნებენ. ასევე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სახის მოვლის პროცედურებში ქართულ ბაზარზე პირველად გამოიყენება ფრანგული პრემიუმ ბრენდის – Phytomer-ის პროდუქცია, რომელიც იქმნება უამრავი სამეცნიერო კვლევისა და 50-წლიანი გამოცდილების შედეგად.
ამასთან, აუცილებელია, ითქვას, რომ სიდნეის როიალ კლინიკა საქართველოში პირველად და ექსკლუზიურად სთავაზობს მომხმარებლებს მსოფლიოში ისეთ პოპულარულ პროცედურებს, როგორებიცაა Morpheus 8, Nad+ და აივი დრიპები, რამაც უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება და ინტერესი გამოიწვია საქართველოში.
ასე რომ, საკუთარ თავზე ზრუნვის პროცესში, დროა, გამოცადო ინოვაცია და ხარისხი, რომელიც გარანტირებულია კვალიფიციური პროფესიონალებისა და წამყვანი სპეციალისტების საკუთარი საქმის მიმართ სიყვარულით.