თურქეთის პრეზიდენტის,რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ის სერიოზულად აღიქვამს რუსეთის უარყოფას პოლონეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობაზე. თურქეთის პირველი პირის განცხადებით,ეს სავარაუდოდ, ტექნიკური შეცდომის შედეგი იყო.როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, დაჟინებით არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ეს რაკეტა რუსეთიდან გაუშვეს. მისივე თქმით, ეს პროვოკაცია იქნება.
ერდოღანმა აღნიშნული განცხადება ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტზე გამოსვლისას გააკეთა.
„მე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შევხვდი. არის ზოგადი შთაბეჭდილება, რომ ეს რაკეტა რუსული წარმოების არ არის“, – აღნიშნა ერდოღანმა.მშვიდობა შეიძლება დამყარდეს მხოლოდ დიალოგით და ჩვენ გვსურს დიალოგის დამყარება“, – დასძინა ერდოღანმა.