ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საჭიროა დიდი სიფრთხილით გაირკვეს, როგორ მოხდა ეს – შოლცი პოლონეთის რუსული რაკეტებით დაბომბვაზე

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცი პოლონეთში გუშინ ჩამოცვენილი ბომბების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს საშინელი ინციდენტია.  შოლცმა აღნიშნა, რომ ის უკვე ესაუბრა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას და ორი მოქალაქის დაღუპვის გამო სამძმარის გამოუცხადა.

„საშინელი ინციდენტია და საჭიროა დიდი სიფრთხილით გაირკვეს, თუ როგორ მოხდა ეს“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, გუშინ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტები ჩამოცვივდა, რომლებმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

იტვირთბა....