უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვიდეომიმართვის საშუალებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უკრაინა ასოცირდება თავისუფლებასა და ცივილიზაციასთან, ხოლო რუსეთი – განადგურებასა და ომთან.
”როდესაც არის უკრაინის დროშა, არის ცივილიზაცია, არის თავისუფლება. არის სოციალური უზრუნველყოფა. არის ინფრასტრუქტურა. არის უსაფრთხოება. არის ვიღაც, ვინც ზრუნავს ხალხზე. აი რას ნიშნავს რუსეთის დროშა – სრული გაპარტახება. არ არის ელექტროენერგია, კომუნიკაცია, ინტერნეტი, ტელევიზია.
ოკუპანტებმა ყველაფერი თავად გაანადგურეს – განზრახ. ეს მათი სპეცოპერაციაა. ზამთრის წინა პერიოდში რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს ხალხისთვის აბსოლუტურად ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. ქალაქსა და ოლქში აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმულია.
ბედნიერება იქნება ჩვენს ქალაქებსა და თემებში ყველასთვის, რომლებსაც რუსეთი ართმევს ნორმალურ ცხოვრებას 24 თებერვლის შემდეგ და 2014 წლის შემდეგ. ჩვენ ყველაფერს დავუბრუნებთ. ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით და ვიცით, რომ უკრაინას მშვიდობა უახლოვდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.