ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და არა “ნაციონალური მოძრაობა” – რას ფიქრობს სააკაშვილი მელიას წინააღმდეგ აბუნტებულებზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ, „ვივა მედიდან“ გამოსულმა ენმ-ის საპარლამენტო დეპუტატმა, კობა ნაყოფიამ მედიასთან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან მიმართებით მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილი ფიქრობს, რომ ახლა მელიაზე შეტევის დრო არ არის, მთელი ენერგია კი ხელისუფლების ცვლილებისთვის უნდა იხარჯებოდეს.

„მიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში. აი, ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. რა თქმა უნდა, არ მოსწონს და მიაჩნია, რომ რა დროს ეგ არის. მიხეილ სააკაშვილს არასდროს მიაჩნდა, რომ… ჩვენი ენერგია, ძალა, ახლა უნდა იყოს მიმართული სხვა საკითხებთან მიმართებაში ანუ ჩვენ ახლა უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და არა „ნაციონალური მოძრაობა“. ვიხილეთ, ცალკე ჩატარებული ბრიფინგი, რომლის შესახებაც არც მე, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ არაფერი ვიცოდი, ისევე, როგორც პარტიის თავმდჯომარემ არაფერი იცოდა. სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. მოდით, დაველოდოთ მოვლენებს… მე ბევრ ოფიციალურ ვერსიას ვისმენ, მაგრამ საქმე ცოტა სხვა რამეშია. სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა იჩქარეს. არ მიმაჩნია, რომ მან (მელიამ) ამოწურა თავის თავი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე“ , – განაცხადა ნაყოფიამ.

იტვირთბა....