მსოფლიო მოელის, რომ აშშ და ჩინეთი სათანადოდ დაარეგულირებენ ურთიერთობას, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის წინ განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე მოსაზრებების გულწრფელი გაცვლა. მისი თქმით, აუცილებელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სწორი კურსის დასახვა.
„ჩვენმა შეხვედრამ მიიპყრო მსოფლიო ყურადღება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყველა ქვეყანასთან, რათა დამყარდეს მსოფლიო მშვიდობა. შეხვედრაზე საჭიროა ჩვენს შორის მოსაზრებების გულწრფელი გაცვლა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას.ბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნოა თქვენი ნახვა. ბოლოს ჩვენ შევხვდით დავოსში, ხუთ წელზე მეტი ხნის წინ. მას შემდეგ რაც თქვენ პრეზიდენტი გახდით, ჩვენ ონლაინ რეჟიმში ვკონტაქტობთ, მაგრამ ვერაფერი ჩაანაცვლებს პირისპირ შეხვედრას და დღეს ჩვენ გვაქვს ეს პირისპირ შეხვედრა. როგორც ორი დიდი ქვეყნის ლიდერებმა, ჩვენ უნდა დავსახოთ სწორი კურსი ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობისთვის. უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობებისთვის წინსვლისა და განვითარებისთვის ”, – აღნიშნა სი ძინპინმა.