ახალი ამბები

ბრიუსელისთვის გაუგებარია, რატომ არ იყენებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი კონსტიტუციურ უფლებას – მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილის მიერ, “მთვარი არხის” გენერალური დირექტორის შეწყალებაზე კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ ბრიუსელისთვის გაუგებარია, რატომ არ იყენებს პრეზიდენტი კონსტიტუციურ უფლებას.

“ვატყობ, რომ გაუგებარი ხდება რაც უფრო დრო გადის, აქ ძალიან ბევრისთვის, თუ რატომ არ იყენებს ამ კონსტიტუციურ უფლებას ქალბატონი ზურაბიშვილი.
თუ წინა ვიზიტებისას, ისინი ჩვენშიც (ოპოზიციაში) ხედავდნენ რესურსს, რომ დეპოლარიზაციას ოპოზიციური წარმომადგენლობა ხელს შეუწყობდა და აქ სინი ხედავდნენ ასევე პრობლემას, დღეს ეს საკითხი თავიდან ბოლომდე მათი დღის წესრიგიდან არის გამქრალი. ვინაიდან, ყველაფერი ყველასთვის გახდა ორ ფერში მოცემული – შავი და თეთრია საქართველოში ასარჩევი, ისინი ხვდებიან და ესმით და თვალყურს ადევნებენ ქართული ოცნების პოზიციებს, რომლებიც მთელ ქართულ დემოკრატიულ ოპოზიციას აშშ-სა და ევროკავშირის ჯაშუშებად აცხადებენ” – განაცხადა ნიკა მელიამ.

იტვირთბა....