ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პუტინს მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზე ჰყავს – ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერ“ – პოსტით მსოფლიოში რუსეთის ომის შედეგად შექმნილ სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების კრიზისს გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს მსოფლიოს დახმარება სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. მანვე აღნიშნა, რომ დახმარება 210 ევროთი უნდა გაიზარდოს.

„ეს განსაკუთრებული „დიდი ოცეულია“. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ რუსეთის ომის გლობალური შედეგები სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების კუთხით და ამავდროულად გავაგრძელოთ გლობალური დღის წესრიგი. ეს არის გამოწვევა, რომლისთვისაც ევროპა მზად არის. ყველა სხვა გლობალურმა ძალამ ასევე უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა”, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

იტვირთბა....