ახალი ამბები

გოგი წულაიას სასამართლო განაჩენს პროკურატურა მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ბრალდებული გოგი წულაია ნაწილობრივ გაამართლა, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

“გ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, დამნაშავედ იქნა ცნობილი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.” აცხადებს პროკურატურა

იტვირთბა....