ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ზელენსკი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში დროშის აღსამართად ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა. მისი თქმით, ხერსონის გათავისუფლება უკრაინის გამარჯვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მანვე აღნიშნა, რომ ხერსონის მაცხოვრებლებს მხარდაჭერა სჭირდებათ.

“გულწრფელად გეტყვით, რომ აქ ჩამოსვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯარისკაცები, ჟურნალისტები, მოქალაქეები რისკავენ საომარი მოქმედებების ზონაში ყოფნით. აუცილებელია აქ ვიყოთ, ვილაპარაკოთ, ხერსონში მცხოვრებ ადამიანებს მხარი დავუჭიროთ. ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ დანაპირებსაც ვასრულებთ. ვიბრუნებთ ტერიტორიებსა და უკრაინის დროშებს თავის ადგილზე ვაბრუნებთ. როგორც პოლიტიკოსს მინდა ამ ადამიანების ემოცია და ენერგია შევიგრძნო. ჩემთვის ეს მოტივაციაა“ , – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....