ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის პოლიტიკური თამაში” – კრემლი ლავროვის ავადმყოფობას უარყოფს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას კრემლი უარყოფს. რუსი დიპლომატი, მარია ზახაროვა სოციალურ ქსელში (telegram) აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ლავროვი ერთ-ერთი სასტუმროს აივანზეა. ზახაროვა ირწმუნება, რომ ლავროვის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება რუსეთის წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროპაგანდას ემსახურება:
„მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკური თამაშია” , – წერს ის telegram – ზე.

იტვირთბა....