მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,რომელიც რამდენიმე წყაროს ეყრდნობა,რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გულის პრობლემები ჰქონდა და ამ მიზეზით მკურნალობის კურსს გადიოდა. მალაიზიში,G20-ის სამიტზე ვიზიტისას პუტინის მარჯვენა ხელი მოულოდნელად ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყანა. ოფიციალური ინფორმაცია ლავროვის ჯანმრთელობის შესახებ ჯერ არ გაჟღერებულა.
ინფორმაციას მედია ინდონეზიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. სამმა ოფიციალურმა პირმა და სამედიცინო წარმომადგენელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ რუსი დიპლომატი საკურორტო კუნძულზე მკურნალობდა. ყველა წყარომ იდენტიფიცირებაზე უარი თქვა.
ორმა ადამიანმა თქვა, რომ ლავროვი მკურნალობდა გულის პრობლემებზე. რუსეთის საელჩოს ოფიციალური პირებს დაუყოვნებლივ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა, ის დამსწრეებს არც ონალინ ფორმატში არ მიმართავს.