ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ – სარჯველაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე,მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილ შიდა არჩევნებს გამოეხმაურა.მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკამ კრახი განიცადა.

„მარტივად დგას საკითხი, ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნას შეძლებდნენ, საუბრობდნენ ცხელ შემოდგომაზე, საბოტაჟზე და ეს დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ. ეს არის რეალურად მოცემულობა, რაც გვაქვს. იმდენად მწვავედ განიცდიან საზოგადოებისთვის შეთავაზებული მცდარი პოლიტიკის კრახს და მარცხს მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ფაქტია, რეალურად აღარ დარჩათ რესურსი, რომ შენიღბონ არსებული პრობლემები პარტიის შიგნით. ეს რეზულტატი, რაც დგება „ნაციონალური მოძრაობის“ ცხოვრებაში, კანონზომიერია, აბსოლუტურად ლოგიკურია და ეს არის მარცხი, ფიასკო იმ პარტიის, რომელიც ბევრი მანკიერი პროცესის შემოქმედია,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

იტვირთბა....