„მოძრაობა საქართველოსთვის” წევრმა, გიორგი მუმლაძემ პარლამენტთან ბრიფინგი გამართა, რომელზეც ნიკა მელიას გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა. მისი თქმით, მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ბევრჯერ გადააგდო, მან სიტყვა გატეხა და ამიტომ ნდობა დაკარგა.
“ნაციონალურ მოძრაობაში განხორციელდეს ცვლილებები, შეიცვალოს ნიკა მელია და არსებული ხელმძღვანელობა, რომელმაც ეს პარტია თავიდან ბოლომდე მიიყვანა უძრაობამდე და თავიდან ბოლომდე ჩამოშალა. ჩვენი მიზანია, რომ ეს პარტია, უზარმაზარი რესურსი გახდეს აქტიური, გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით, უშუალოდ შევაწუხოთ რუსული რეჟიმი ყველგან”, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.
მუმლაძეს ენმ-დან უკვე უპასუხეს. ანი წითლიძემ თქვა, რომ სხვების დისკრედიტაციის ხარჯზე ქულების დაწერა არავინ უნდა სცადოს.
შეგახსენებთ, გიორგი მუმლაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენება დააანონსა.