ქართველ პოლიტიკოს, ლიტერატურათმცოდნე და ენათმეცნიერ ნოდარ ნათაძეს 17 ნოემბერს, დაკრძალავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნოდარ ნათაძის ახლობელი ავრცელებს.
მისივე ცნობით, პანაშვიდი 15 და 16 ნოემბერს მის საცხოვრებელ სახლში, 17 ნოემბერს კი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება. 17 ნოემბერს, 14:00 საათზე ნოდარ ნათაძეს სწორედ სიონის ტაძრიდან გამოასვენებენ. მას მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
ნოდარ ნათაძე საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს წევრი (1989-1990), საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი (1991 წლის 9 აპრილი) იყო.
ამასთან, 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“.