საზოგადოება

გამდიდრების რა შანსები გაქვთ: გამოიანგარიშეთ თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით

სიმდიდრის ნუმეროლოგიის მეთოდიკა დაფუძნებულია რიცხვებსა და ციფრებზე. სიმდიდრის რიცხვი – არის ის თუ რა გჭირდებათ იმისათვის, რომ წარმატებით იმუშაოთ ფულის წყაროსთან. სიმდიდრის რიცხვი გიჩვენებთ, როგორია თქვენი ბუნება და რა შესაძლებლობებით ხართ დაჯილდოვებული. ეს რიცხვი აყალიბებს საწყის კოდს ბიოენერგეტიკული მატრიცისა. სიმდიდრის რიცხვი განისაზღვრება დაბადების თარიღით.

ჩამოწერეთ დაბადების რიცხვის, თვისა და წელიწადის ციფრები.

დაიყვანეთ შეკრებისას მიღებული რიცხვი ერთ ციფრამდე.

თუ შედეგი არის ტოლი 11-ისა ან 22-ის, მაშინ ასეთი რიცხვები ერთ ციფრამდე აღარ დაიყვანოთ, ანუ ისინი აღარ შეკრიბოთ.

მაგალითად: დაბადების თარიღი – 2 ივნისი 1966 წელი. ვწერთ ასე: 2+6+1966=1974. შემდეგ ვკრეფთ თითოეულ ციფრს: 1+9+7+4=21=2+1=3

კიდევ ერთი მაგალითი: დაბადების თარიღია 19 ნოემბერი 1970 წელი. ვკრებთ ყველა რიცხვს: 19+11+1970=2000. კვლავ ვკრებთ თითოეულ ციფრს: 2+0+0+0=2.

კვლავ მაგალითი: დაბადების თარიღია 29 დეკემბერი 2000 წელი. ვკრებთ ყველა რიცხვს: 29+12+2000=2041. კვლავ ვკრებთ თითოეულ ციფრს: 2+0+4+1=7

პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ როგორი სამუშაოს შესრულება გსურთ, როგორი უნდა იყოს თქვენი სამსახურის ხასიათი, რომელიც თქვენსკენ სიმდიდრეს მოიზიდავს. რა თილისმა უნდა ატაროთ სიმდიდრის მოსაზიდად.

თუ თქვენი სიმდიდრის ციფრი არის 1, მაშინ თქვენ ინდივიდუალისტი, შემოქმედი, ლიდერი, მაგრამ არავითარ შემთხვევა დაქვემდებარებული არ ხართ. თქვენთვის წარმატებული საქმიანობის სფეროა მენეჯმენტი და საქმის ხელმძღვანელობა. თქვენ არ გესაჭიორებათ ვინმეს განკარგულებების შესრულება, უკეთესია ისწავლოთ განკარგულებების თავად გაცემა. თქვენ ამბიციური ხართ და ჩამოყალიბებული საკუთარ ქმედებებში. სიმდიდრის ენერგიის მოსაზიდად გესაჭიროებათ ცხოვრების აქტიური წესი, შესაძლებლობების მიხედვით იყავით ლოიალურნი გარშემომყოფების მიმართ და განავითარეთ საკუთარ თავში იუმორის გრძნობა. ეცადეთ შეასრულოთ მხოლოდ ის საქმე, რომლის შესრულებაც რეალურია ერთ დღეში, კარგია თუ ეს დღე ოთხშაბათი იქნება. კარგია ყოველგვარ საქმეს ოთხშაბათობით თუ შეასრულებთ, ანუ საქმეებს, რომლებსაც შეუძლიათ ფინანსური სარგო მოგიტანოთ.

სიმდიდრის რიცხვის „1“-ის დადებითი მხარე:

თვითდარწმუნებულობა, სიამაყე, სულიერი სიმტკიცე და შესაძლებლობა, დაწყებულის დასრულებისა.

უარყოფითი მხარე:

ეგოიზმი, თავკერძობა, საკუთარი თავის ქება, სიზარმაცე.  კარგია თუ ატარებთ თილისმებს სიმდიდრის მოსაზიდად, ან მზის სიმბოლოს, ან ჩიტის გამოსახულებას და იმ  არსებების გამოსახულებას, რომლებიც მზესთან ახლოს დაფრინავენ. მაგალითად დრაკონის ან არწივის თილისმა.

თუ თქვენი სიმდიდრის ციფრია 2-ია, მაშინ უკეთესია თუ იმუშავებთ თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად. „ორიანები“ იშვიათად მდიდრდებიან მაშინ, როცა მარტო მოქმედებენ. განავითარეთ საკუთარ თავში კომუნიკაბელურობა, სიკეთე და კოლეგებზე ზრუნვის სურვილი. თქვენი მატერიალური კეთილდღეობა სწრაფად მოვა, თუ თქვენ სხვებს დაეხმარებით. საკუთარ თავში მშვიდობიანობისა და დიპლომატიის განვითარებით, თქვენ შეიძენთ სიმდიდრის ენერგიისთვის აუცილებელს – რითმის გრძნობას. „ორიანების“ დიდი რაოდენობა სიმდიდრეს მოიპაოვებს სახლისა თუ ოჯახის საშუალებით, ან წარმატებული ქორწინებით, ან იმ სამსახურით, რომელიც სახლს, ოჯახს ან მსგავს სფეროებს უკავშირდება.

შეთანხმების შესახებ ხელშეკრულების მხელმოწერისას, ეცადეთ კალამი ორი თითით დაიჭიროთ. თუ ჯერ ვერ ახერხებთ კალმის ორი თითით დაჭერას და იგი სამი თითით გიჭირავთ  , ისწავლეთ. სიმდიდრის ენერგია ხშირად მოვა თქვენთან როცა რაიმეს ორი თითით გააკეთებთ და არა მუშტითა და ხელის გულით.

უარყოფითი მხარე: ამაღლებული მგრძნობელობა, გარშემომყოფებით უკმაყოფილება, რისკის შიში, თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება, შიში, სურვილის არქონა. თილისმის სახით შეგიძლიათ ატაროთ „ალექსისის ხმალი“.

თუ თქვენი სიმდიდრის ციფრი არის 3, მაშინ თქვენ ფალობთ დიდ ენთუზიაზმს და ბედნიერების მიზიდვის შესაძლებლობას. თქვენ იშვიათად ხართ კმაყოფილი იმით, რაც გაგაჩნიათ. იმისათვის, რომ მიიზიდოთ სიმდიდრე, ეცადეთ ისწავლოთ საკუთარი ინტუიციის ნდობა. განავითარეთ საკუთარ თავში საქმიანი წარმოსახვა, თქვენ ენერგიული ხართ, ასევე ინტელექტუალიც. ხართ ოპტიმისტი და ხშირად ხართ ლიდერი. მიაქციეთ ყურადღება სიტყვისა და ხმის ქონის შესაძლებლობის განვითარებას. ამისათვის გჭირდებათ რაც შეიძლება ხშირად გამოთქვათ საკუთარი აზრი სიტყვის, წერილის, თამშისა თუ  სიმღერის გზითაც კი. კარგი წარმოსახვის ქონითა და მისი რეალობად ქცევის საშუალებით, თქვენ სწრაფად მიაღწევთ  ფინანსურ წარმატებას მენტალურ საქმიანობაში. შემოიკრიბეთ ბევრი მეგობარი, რომლებიც რთულ სიტუაციაში თქვენთვის დიდი მნიშვნელობის მქონენი იქნებიან.  არავის არ მიაქციოთ ყურადღება და ორიენტირი მხოლოდ თქვენს ინტუიციაზე გააკეთეთ. მოერიდეთ წყალს. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოეპყროთ საზღვაო მოგზაურობას. წყალი ფანტავს სიმდიდრის ენერგიას.

უარყოფითი მხარე:

კრიტიკის შეგრძნების არქონა, მოუთმენლობა, ბევრი საუბრის სიყვარული, ეჭვიანობა, საკუთარი თავისადმი უპატივცემულობა, რაიმეს ატანის შეუძლებლობა. თილისმად კი შეგიძლიათ ატაროთ კელტური ჯვარი.

თუ თქვენი სიმდიდრის ციფრი არის 4, მაშინ განავითარეთ თქვენში გულწრფელობა, სერიოზულობა, მოთმინება და ჭკუა. დაგეგმეთ მხოლოდ ხანგრძლივი პროექტები, უარი თქვით ყოველგვარ მოკლევადიან საეჭვო პროექტებზე. კარფი იქნება თუ ისწავლით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. ამ შემთხვევაში ბევრი გთხოვთ ფინანსურ მხარდაჭერასა და დაცვას, უარი არ უთხრათ მათ: ყველაფერი გაცემული მალე დაგიბრუნდებათ, თქვენ კი საიმედო და სოლიდური ადამიანის იმიჯს შეიქმნით. თქვენ მშენებელი ხართ, რომელიც რეგულარულობისკენ მიისწრაფის, როგორც ოფისში ასევე სახლში. ყურადღება მიაქციეთ უმნიშვნელო დეტალებს: თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ინტელექტუალურ ასპარეზზე იმუშაოთ, გამოიყენოთ თქვენი მექანიკური გონება. ასევე შეგიძლიათ პარალელურად ხელებითაც იმუშაოთ. გაუფრთხილდით გამომუშავებულ ფულს და არავითარ შემთხვევაში არ ითამაშოთ აზარტულაი თამაშები.

უარყოფითი მხარეები: ბრძანების გაცემისკენ ლტოლვა, კრიტიკულობა, სხვებზე ზეწოლის მოხდენა, სიზარმაცე, მოუთმენლობა, სიჩუმე. თილისმად შეგიძლიათ ატაროთ კუს გამოსახულება.

თუ თქვენი სიმდიდრის ციფრია 5, მაშინ შეარჩიეთ თქვენთვის ისეთი სამსახური სადაც უბრალოდ უნდა მიხვიდეთ და წამოხვიდეთ, თან მაშინ, როცა თავად მოგინდებათ. თქვენ ძალიან აქტიური, მოუთმენელი ხართ, ასევე იშვიათად იღლებით, ამიტომ დაკავდით იმ საქმიანობით, რაც სწრაფ გადაწყვეტილებებს ითხოვს და რაც მრავალფეროვნებასთანაც არის დაკავშირებული. ფინანსური წარმატება თქვენთან სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის შემთხვევაში მოვა. გამოსცადეთ ახალი სფეროები, ეწვიეთ ახალ ადგილებს, გაიცანით ახალი ადამიანები, არ შეგეშინდეთ საქმიანობის სფეროს შეცვლა: რუტინა მალე მოგაბეზრებთ თავს. შეიძინეთ რაც შეიძლება მეტი მეგობარი და პარტნიორი. თქვენ გსურთ ყველაფერი თავად გამოსცადოთ. დაიცავით კანონები და კომპანიაში არსებული წესრიგი. არ უნდა დახარჯოთ თქვენი ენერგია, დრო და ფული უმიზეზოდ. გამდიდრების თქვენი შესაძლებლობები საგრძნობლად შემცირდება, თუ თქვენ ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების მსხვერპლი გახდებით.

უარყოფითი მხარეები: უპასუხისმგებლობა, საკუთარი გრძნობებით თამაში. თილისმად შეგიძლიათ ატაროთ ვარსკვლავი.

თუ თქვენი სიმდიდრის ციფრი არის 6, უნდა ისწავლოთ სხვისი განკარგულების ქვეშ  მუშაობისას თავისუფლად გასცეთ მითითებები. შეიქმენით კომფორტული, მშვიდი ჰარმონიული და ლამაზი გარემო. გამოიაყენეთ ის ფაქტორები, რომ თქვენ სიმპათიური და ღია ხართ, ადამიანები იფიქრებენ, რომ თქვენ სამართლიანი ხართ და გაქვთ ნიჭი, წარმატებით გაანეიტრალოთ კონფლიქტი. აპატიეთ შეცდომები თქვენს თანამშრომლებს და ეცადეთ იმუშაოთ სხვებთან ერთად. „ექვსიანების“ დიდი რაოდენობა დიდ კომპანიებში მუშაობენ. ეცადეთ თქვენი საქმიანობა დაუკავშიროთ სახლსა და ოჯახს, გააკეთეთ ისე, რომ ეს ყოველივე მუდამ თქვენს გარშემო იყოს. იმდენად, რამდენადაც თქვენ არტისტული ხართ და აფასებთ ბუნებრივ სილამაზეს, ამოირჩიეთ თქვენი საცხოვრებელი ადგილი ლამაზ გარემოში, ყვავილებისა და ხეების გარემოცვაში. თქვენ ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ ის საქმე, რაც საზოგადოებასთან, განათლებასთან არის დაკავშირებული.

უარყოფითი მხარეები: სიამაყე, დაუნდობლობა, სხვის საქმეებში ჩარევის სიყვარული, სიჯიუტე, სხვებზე ზეწოლა. თილისმად შეგიძლიათ ატაროთ დრაკონის ან არწივის გამოსახულება.

თუ თქვენი სიმდიდრის ციფრია 7, მაშინ გამუდმებით ეძებთ ახალ ცოდნას, ცდილობთ განავითაროთ თქვენი შესაძლებლობები, იღებთ განათლებას. ოპტიმიზმით ხართ დაჯილდოვებული, ამიტომ, ეცადეთ ნაკლებად ენდოთ სხვებს სიტყვაზე და გადაამოწმეთ ყოველგვარი ფაქტი. 7-იანი მარტოსულების ციფრია: თქვენ დიდ დროს ატარებთ მარტოობაში, სიმდიდრის მოსაზიდად გამოიყენეთ ეს დრო სასარგებლოდ, იკითხეთ, ისწავლეთ, გამოიგონეთ რაიმე ახალი. ორიენტირი გააკეთეთ მეგობრების იმ მცირე რაოდენობაზე, ვინც გარშემო გყავთ. თქვენ ურთიერთობა მხოლოდ გენიალური აზრების მქონე პირებთან უნდა გქონდეთ. იმისათვის, რომ ფინანსურ წარმატებას მიაღწიოთ, დამხმარეები გესაჭიროებათ. არავითარ შემთხვევაში არ დაკავდეთ ფიზიკური საქმიანობით, ამ გზით წარმატებას ვერ მიაღწევთ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ნიჭიერი პროფესორი, მასწავლებელი, მწერალი. იმისათვის, რომ გამდიდრდეთ, თქვენი ცოდნა მსოფლიოს უნდა გაუზიაროთ.

უარყოფითი მხარეები: მოუთმენლობა, მელანქოლიისკენ, ალკოჰოლიზმისკენ მიდრეკილება, მარტოსულობა. თილისმად შეგიძლიათ ატაროთ დრაკონი ან არწივი.

თუ თქვენი სიმდიდრის ციფრი არის 8, მაშინ თქვენი გზა გამდიდრებისკენ არც თუ ისე მარტივია. ფინანსური წარმატება თქვენამდე მიღებული ცოდნის საშუალებით მოდის, ამას კი დიდი ძალისხმევა სჭირდება. თქვენ უნდა ისწავლოთ მუშაობა სხვებისთვის. ის, თუ როგორ გამოიმაუშავებთ ფულს, მნიშვნელოვნად მოქმედებს თქვენი სიმდიდრის ენერგეტიკაზე. თქვენ უნდა ისწავლოთ ლიდერობა და არ უნდა დაუხაროთ თავი სხვის გავლენას. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შექმნათ საკუთარი საქმე და  დაიწყოთ მისი მმართველობა. ისწრაფეთ დიდი  ბიზნესისკენ, შედეგად თქვენი საფულე სწრაფად შეივსება. იმისათვის, რომ ამ მიზანს მიაღწიოთ, დაგჭირდებათ გონიერება, სიმამაცე გადაწყვეტილებების მიღებისას, მტკიცე პრინციპები. მეგობრები შეიძინეთ ბიზნესმენებასა და ჟურნალისტებში. განავითარეთ საკუთარ თავში ორატორული შესაძლებლობები.

უარყოფითი მხარეები:

გადამეტებული ამბიციურობა, მოუთმენლობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. თილისმად შეგიძლიათ ატაროთ კელტური ჯვარი.

თუ თქვენი სიმდიდრის ციფრი არის 9, განავითარეთ საკუთარ თავში მოთმინება და სხვისი პრობლემების გაგების შესაძლებლობა. თქვენ ძალიან განსხვავებული ადამიანები მოგმართავენ, თქვენ იქნებით მატერიალურად დაჯილდოვებული, როცა ისწავლით მათ მოსმენას. ეცადეთ დაეხმაროთ და რჩევები მისცეთ გარშემომყოფებს ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით. არ ითხოვოთ საკუთარი თავისთვის ძალაუფლება. ეძიეთ სრულყოფილება საკუთარ თავში და სხვებში, მაგრამ იმედი არ გაგიცრუვდეთ, თუ აღმოაჩენთ იმას, რომ ადამიანებმა ვერ მიაღწიეს სრულყოფილების იმ დონეს, რომელსაც თქვენ მოითხოვთ. დაკავდით ქველმოქმედებით, რომელიც მედიცინის სფეროს ეხება.

უარყოფითი მხარეები: არ ხართ ჩამოყალიბებული საკუთარ გადაწყვეტილებებში და ვერ იღებთ სწორ გადაწყვეტილებებს მარტივად. თილისმად შეგიძლიათ ატაროთ არწივი.

თუ თქვენი სიმდიდრის რიცხვი არის 11 ან 22, ეცადეთ იყოთ მუდამ ყურადღების ცენტრში. ამისათვის საჭიორა გახდეთ მაღალანაზღაურებადი ლექტორი, მინისტრი, დიპლომატი, ელჩი, კრიტიკოსი. განავითარეთ საკუთარ თავში ინტუიცია, ინტელექტი, არტისტულობა. თქვენ შეგიძლიათ ის, რომ თქვენი საფულე მუდამ სავსე იყოს.

უარყოფითი მხარეები: ტყუილის სიყვარული, ეგოიზმი, მარტოსულობა. თილისმად შეგიძლიათ ატაროთ არწივი.

people.ge

იტვირთბა....