ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს კლავს! – გუბაზ სანიკიძე

კლავენ ამ კაცს, კლავენ, კლავენ! ბიძინა კლავს და შედეგს რომ იაზრებს, ზუსტად ამაში არის საქმე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.

სანიკიძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მაინც მოუწევს. ამასთან, როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, ის სამომავლოდ მიხეილ სააკაშვილს დიდ პოლიტიკაში ხედავს.

„მიშას ვხედავ დიდ პოლიტიკაში, როგორც ძალიან სერიოზულ და დიდ მოთამაშეს. როგორც ომის პირობებში, ისე ომის შემდგომ პირობებში ვხედავ უფრო უკრაინაში და აღმოსავლეთ ევროპაში, რასაც დიდი გავლენა ექნება საქართველოზეც. მისი გათავისუფლება მოუწევთ.

ფეხით შევიდა სამკურნალოდ ადამიანი და ახლა ჩაწოლილია საწოლში. კვდება კაცი. მე ხო არ მჭირდება ვიღაცისგან ამბის გამოტანა და „მარშრუტკის ჭორები“? დინამიკას ვხედავ – თვენახევრით ადრე რომ ვნახე, ხან იჯდა, ხან ფეხზე დგებოდა და ოთახში მოძრაობდა, ბოლოს რომ მივედი დაახლოებით 1 თვის წინ, ჩაწოლილია და ვეღარ დგება, არის განახევრებული. რად უნდა ამას დასკვნები – კლავენ ამ კაცს, კლავენ, კლავენ! ბიძინა კლავს! შედეგს რომ იაზრებს, ზუსტად ამაში არის საქმე. არ მოაკვლევინებენ მიშას, გამორიცხულია. მიდის ომი. რასაც გპატიობენ მშვიდობის დროს, იმას ომის დროს არ გაპატიებენ. ქვეყნის გარეთ სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია მიდის. აქამდე ის ითვლებოდა ცელქ პოლიტიკოსად, რომელმაც რუსეთს უმიზეზოდ პროვოცირება გაუკეთა, ახლა კი გამოდის რომ არის მსხვერპლიც და გმირიც.

მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გამოიყვანს მიხეილ სააკაშვილი. ახლა მისი მეხოტბეები მომრავლდებიან. ხედავთ, ოპოზიციაში რა განწყობებია? ადრე რომ ამბობდნენ, არ გვინდა მიშა, დაგვანებოს თავი, ხელს გვიშლის, ხან „იდაყვი“ და ხან „წიხლიო“, ახლა ყველა მიშას სახელს იძახის“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

წყარო:ინტერპრესნიუსი

იტვირთბა....