ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი „ტვიტერ“ – პოსტით სტამბოლში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.
„შოკისმომგვრელი კადრები სტამბოლიდან. ჩემი ფიქრები და ღრმა მწუხარება ყველა დაზარალებულს და თურქ ხალხს. ნატო სოლიდარობას უცხადებს ჩვენ მოკავშირე თურქეთს“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი.
შეგახსენებთ, გუშინ სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 80-მდე დაშავდა.