ქარელის ერთ-ერთ სოფელში 26 წლის კაცმა 74 წლის ქალის გაუპატიურება სცადა.
სავარაუდო დამნაშავეს სამართალდამცველები ორი კვირა ეძებდნენ. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ კი სასამართლომ დღეს იმსჯელა.
მოსამართლე მევლუდ ხათაშვილმა დაკავებული 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ადვოკატი ნაირა გიგიტაშვილი ამბობს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ დევს.
ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება 19 137-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.