ახალი ამბები საზოგადოება

“სააკაშვილი რესპუბლიკურში გადაიყვანეს”- რას ამბობს გელბახიანი

რამდენიმე წუთის წინ,  “ვივამედი” მიხელ სააკაშვილის ადვოკატმა დატოვა. ვალერი გელბახიანის თქმით, სააკაშვილი გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კვლევა ტუბერკოლოზთან დაკავშირებით ჩაუტარდა.

მისივე განცხადებით, პატიმარი პაციენტი თავს სუსტად გრძნობს, ამ ფონზე კი უცვლელია მოთხოვნაც – მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა.

“მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს ან სამშაბათს ელოდება კვლევის შედეგებს, არსებობს ტუბერკულოზის ნიშნები და თუ ამ კვლევამ ეს დაადასტურა, საგანგაშო თემა იქნება, რადგან გამოდის რომ ამ საავადმყოფოში აიკიდა ეს ტუბერკულოზი. მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, ვერ მოძრაობს, წოლით რეჟიმშია, ფერი დაკარგული აქვს. ერთადერთი რაც შერჩენია ძველი სააკაშვილისგან, არის მეტყველება,”- აცხადებს ვალერი გელბახიანი.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კვლევებზე გადაყვანა კლინიკს დირექტორმაც დაადასტურა.

იტვირთბა....