“სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი უკვე 142 დღეა შიმშილობს.
შეგახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი 21 სექტემბრიდან ციხეში შიმშილობს. მან შიმშილობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მიგრაციის დეპარტამენტმა თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა.14 იანვარს “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. 31 იანვარს აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა 3 თვით, 3 მაისამდე გაახანგრძლივა.
3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.
4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.