aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ერთი ძმა მოკლეს, მეორე დაჭრილია: ინცინდენტი აღმაშენებელზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

აღმაშენებლის ხეივანში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ შემთხვევას ერთი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაჭრილია ერთი პირი.

შემთხვევა აღმაშენებლის ხეივანზე მოხდა, სადაც ქუჩურ გარჩევაში რამდენიმე ახალგაზრდა მონაწილეობდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, სიტყვიერ დაპირისპირებას რამდენიმე გასროლა მოჰყვა, რის შედეგადაც ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორე კი დაიჭრა. ისინი ძმები არიან.

ინციდენტში მონაწილე პირები დიღმის ტყისკენ გაიქცნენ, თუმცა პოლიციამ ერთ-ერთი მათგანი დააკავა.

ადგილზე, ამ დრომდე მუშაობენ კრიმინალისტები და მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დაკავების ოპერაცია.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....