ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილს, შესაძლოა, ძვლის ტვინიდან სითხე აუღონ

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

არ არის გამორცხული, მესამე პრეზიდენტი დამატებითი კვლევებისთვის „ვივა მედიდან“ ისევ გადაიყვანონ.

ინფორმაციიას ამის შესახებ „პირველებს“ საააკშვილის უფლებადამცველი აწვდის.

შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, სავარაუდოდ, ძვლის ტვინიდან სითხეს აუღებენ.

„ძალიან ცუდად იყო გუშინ, ჰქონდა მარცხენა მხარეს ტკივილი. როგორც იცით, ნობელის ლაურიანტმა ექიმმა, კობიმ, გასცა რეკომენდაცია მის მხართან და სახსრებთან დაკავშირებით, როგორც ჩანს ეს გაურთულდა და ჰქონდა გაუსაძლისი ტკივიცლი. ახლა მივდივარ, რომ გავარკვიო. იგეგმება კიდევ სხვა დამატებითი კვლევა. კერძოდ, ძვლის ტვინიდან სითხის აღება, ტუპერკულიოზთან დაკავშირებით. 2-3 კვირის წინ, სამხარაულის საექსპერტო ბიურომ „ვივამედიდან“ წაიღო ავადმყოფობის ისტორია და ამის საფუძელზე აპირებდნენ ექსპერტიზის ჩატარებას, თუმცა, მინდა გავახარო სამხარაული, რომ ბევრ უზუსტობებს და შეუსაბამოს იპოვიან ამ ისტორიაში. ეს ჩვენ კარგა ხანია ვიპოვეთ და ამაზე უკვე სამადიცინო სამართლის დარგის ადვოკატები მუშაობენ“. – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

იტვირთბა....