პომიდორი – პომიდორს თმის გაუფერულების ეფექტი აქვს. დაჭერით მწიფე პომიდორი ნაჭრებად და წაისვით სახეზე, საიდანაც გსურთ თმის გაქრობა. თვალსაჩინო ეფექტისთვის კვირაში ორჯერ გაიმეროეთ ეს და შედეგიც არ დააყოვნებს.
ფორთოხლის ქერქი – იმისთვის, რომ სახიდან თმა ბუნებრივი საშუალებით მოიშოროთ, დაფქვით ფორთოხლის გამხმარი ქერქები და აურიეთ ხაჭოში. დაამატეთ ლიმნის წვენი. მიღებული მასა წაისვით სახეზე და დაიტოვეთ 5-6 წუთი. ჩამოიბანეთ, როცა მასა სახეზე გახმება.
ხორბლის ფქვილი – ეს ინდური რეცეპტია. ერთი ჩაის კოვზი ხორბლის ფქვილი გახსენით მცირეოდენ წყალში და მასა სახეზე წაისვით. ასევე, ამის შემდეგ სახეზე შეიზილეთ მცირეოდენი შაქარი. დაიტოვეთ მასა 10 წუთი სახეზე და შემდეგ ჩამოიბანეთ. ის ჭარბ თმას ებრძვის.
drprem.com