“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის აზრით, ნიკა გვარამია ქართული საზოგადოებისთვის “ურეიტინგოა”. მაჭარაშვილი იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც “ოცნების” ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვას პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობიდან ნიკა გვარამია, ევროპულ ღირებულებებს უწუნებს:
“თქვენი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები, რომ კეთდება, სუვერენიტეტის შელახვა რომ ხდება, შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომ კეთდება ეს როგორ შეიძლება იყოს ევროპული ღირებულები. ევროპული ღირებულება არის თანასწორობა, პარტნიორული ურთიერთობები და ნიკა გვარამია, რომელზეც არის გამამტყუნებელი განაჩენი და რომელიც ასევე არის ურეიტინგო ქართული საზოგადოებისთვის, ჯერ ზოგადად არ შეიძლება ასეთი მოწოდება, რომ გაათავისუფლე, რას ნიშნავს? ვინ უნდა მიიღოს? პარლამენტმა? თუ მთავრობამ. ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გათავისუფლებაზე, როდესაც არის განაჩენი დამდგარი ჯერ ერთი და მეორეც, ამ საკითხს, რომ შენ აყენებ წინაპირობას ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მისაღებად, უკვე ნიშნავს, რომ შენ არანაირი ევროპული ღირებულებების მატარებელი არ ხარ” – ამბობს მაჭარაშვილი.