ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისი საქართველოში მიმდინარე პროტესტს სოციალური სქელით ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს.
“ვგმობთ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებს. ლიეტუვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, მათი ევროპული მომავლისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში.” – დაწერა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფლატფორმა X-ზე.