შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 თებერვალს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა 31 პირი დააკავა, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულთა ნაწილი უკვე ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული.