ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პუტინი უახლოეს დღეებში სომხეთში ჩასვლას გეგმავს

როგორც „ეხო კავკაზა“ სომხურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 22 ნოემბერს ჩავა ერევანში, სადაც 23 ნოემბერს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნების სამიტი გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, ეს საკითხები ფაშინიანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ასევე საუბარი იყო 31 ოქტომბერს სოჭში სამმხრივ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე.

ინფორმაცია ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნების ლიდერთა შეხვედრის შესახებ კრემლმაც გაავრცელა, თუმცა ამ განცხადებაში პუტინის ვიზიტზე არაფერია ნათქვამი.

იტვირთბა....