ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პუტინს მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრის ეშინია – რუსეთის პრეზიდენტი G-20-ის სამიტზე ლავროვს უშვებს

ინდონეზიაში რუსეთის საელჩომ CNN-ს განუცხადა, რომ მომავალ კვირას, ბალიში, ვლადიმერ პუტინი G-20-ის ლიდერების სამიტს პირადად არ დაესწრება.

საელჩოს პროტოკოლის უფროსის, იულია ტომსკაის განცხადებით, სამიტზე პუტინს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, წარადგენს. ტომსკაის თქმით, პუტინს ჯერ კიდევ არ გადაუწყვიტავს, შეუერთდება თუ არა შეხვედრას ონლაინ ფორმატში.

საელჩოს განცხადებამდე მედია წერდა, რომ მოგზაურობის გაუქმების გადაწყვეტილების მიზეზი კრემლში არსებული შიში იყო, რომ დასავლელი ლიდერები პუტინს მოერიდებოდნენ, თავს აარიდებდნენ ან დაუპირისპირდებოდნენ უკრაინაში ომის გამო.

ღონისძიების წინ, დასავლეთის ქვეყნებმა და უკრაინამ G20-ის სამიტის მასპინძელზე, ინდონეზიაზე, ზეწოლა მოახდინეს, რათა გააძლიეროს მოსკოვის ქმედებების დაგმობა, ასევე ამ უკანასკნელს მოუწოდეს, სამიტზე პუტინის მიწვევა გაეუქმებინა.

იტვირთბა....