დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გახმაურებულ საქმეზე პროცესი შედგება – საუბარია წყნეთში მომხდარ შემთხვევაზე, სადაც პოლიციელს უფლებამოსილების გადამეტებასა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ადანაშაულებენ.
სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. სავარაუდოდ, გამოიკითხება საქმის მთავარი მოწმე – დარაჯი.
დაკავებული სამართალდამცველი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.