ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ბუკა პეტრიაშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებს

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“აბა მშვენიერი დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN ტრადიციულად მოგესალმებათ ახალი ამბების დასტით!
პოლიტიკურად, სტრატეგიულად და ფსიქოლოგიურად გუშინ ჩვენებმა გადატეხეს ურდო! არასფერი სჯობდა ტრაურში მყოფი ურდოს პროპაგანდონების სახეების ყურებას, როდესაც აფასებდნენ მათი იმედის, “არ გაგედოს” “არმაგედონ” სუროვიკინის გადაწყვეტილებას ხერსონიდან ძალების მარცხენა ნაპირზე გაყვანის თაობაზე!
რა ძალების დაზოგვა, რა ხალხზე ზრუნვა – სინამდვილეში მიხვდნენ და თქვეს კიდეც ხმამაღლა, რომ ხერსონში ჯარების მომარაგების და საცეცხლე უზრუნველყოფის თავი აღარ აქვს, მითიურ მსოფლიოს მაწივო მეორე არმიას !
უფ რა საბრძოლო სულისკვეთება იქნება ეხლა მაგ ხროვაში?!
ადრეც დამიწერია არაერთხელ და ახლაც გავიმეორებ, ეს ყოველდღიური სიახლეები საწყობების და ლოგისტიკის განადგურებაზე კი იყო ცოტა მოსაწყენი და ერთფეროვანი, მაგრამ სწორედ ამ მიზანმიმართული ყოველდღიური ბრძოლის შედეგია ის, რაც ხდება დღეს ხერსონში! ჩვენებმა ბოლოს ისე მოუჭირეს ყულფი ურდოს ხერსონში, რომ ძაააალიან დიდი რაოდენობა ჩაიხოცებოდა და დიდი რაოდენობა დაგვრჩებოდა ტყვედ! ასე რომ ახლაც მუშაობს ჩვენების არტილერია, რომ რაც შეიძლება ნაკლები გადავიდეს იქით ნაპირზე! ამასობაში ჩვენი თავდაცვის ძალები ნაბიჯ ნაბიჯ ათავისუფლებენ დასახლებულ პუქტებს ხერსონის ოლქში! პრავდინო, კალინოვკა და დუდჩანი – ეს არის დასახლებული პუნქტები, სადაც ჩვენებმა დროშები აღმართეს, მაგრამ მათ სრულად გათავისუფლებაზე ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ ყოფილა!
ახლა, როგორც არასდროს მართებს ჩვენებს სიფრთხილე! ვიდრე ხერსონში უკრაინული დროშა აფრიალდება, ჯერ გზად იქნება წინაღობა და შემდეგ თავად ქალაქში! ურდო აფეთქებს ხიდებს, ტოვებს დანაღმულ გზებს და მარჯვენა ნაპირზე ჯერ კიდევ არის ძალა იმისთვის, რომ ბრძოლა გაუმართონ და შეაკლან თავი ჩვენებს (რა თქმა უნდა უაზროდ, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვნად იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ცოცხალი ძალა გადაათრიონ მარცხენა სანაპიროზე)!
ამ ყველაფერთან პირდაპირ კავშირშია დონეცკის ოლქში ჩვენების თავგანწირული და უაღრეასად წარმატებული ბრძოლა პავლივკა/ვუჰლედარის მიმართულებაზე! აი სად შეუსრულეს მართლა ჩვენებმა და პავლივკაში! ექსპერტები ამბობენ, მეორე გროზნო მოუწყვეს, როცა შეიტყუეს კოლონებით ურდოს მძიმე ტექნიკა და ჩაადუღეს მერე ერთიანად! ცოცხალი ძალა ამ დრომდე აკვდება ჩვენების თავდაცვის ზღუდეებს პავლივკის და ბახმუტის მიმართულებებზე!
გასწივის ურდოს საგარეო, არიქა დავსხდეთ, მზად ვარ ყველანაირი წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებისთვისო! ალკამაშა ზახაროვამ, შექმნილი ახალი რეალობებიდან გამომდინარეო
ნეტა რაზეა ბაასი?
პუტლერისთვის ხელის ჩამორთმევა არავის უნდა, ჰოდა ჯაგლაგი ლავრუშა წაფრატუნდება ბალიში დიდი ოცეულის სამიტზეო! ვაი მაგის ტყავს?! გაატანენ კიდევ დანაბარებს პუილოსთან!
გენერალი ბენ ჰოჯესი “ჯიუტად” იმეორებს, ახალ წლამდე უკრაინა 24 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას აღადგენსო! როგორ არ დავუჯეროთ ამ ოქროსავით კაცს, თანაც 4-ვარსკვლავიან გენერალს!
შუალედური არჩევნების შედეგებით არცთუ უკმაყოფილო ჯოზეფ ბაიდენმა, ვიცით, რომ ურდოს პრობლემები აქვს მომარაგებაში და შეიარაღებაში და აბა ხერსონში სხვანაირად ჰამბები როგორ იქნებოდაო! კიდევ ერთხელ: ვისაც გჯერათ, რომ კონგრესში “ვლასტი შეიცვლება” და უკრაინას დახმარება შეუმცირდება, იხ. შოიგუს, სუროვიკინის, სოლოვიოვის, სკაბეევას და სიმონიანის ცოცხლ მკტარი სიფათები. ისწ განცხადებიდან როგორც გამოჩნდა, არც ისე კმაყოფილი დარჩა შედეგებით დონალდ ტრამპი! ვისაც ხელი დაადო თავის პარტიაში, თითქმის ყველამ გაუ….ცუდა არჩევნებში!
ნატოს გენ მდივანმა სტოლტენბერგმა ვიცით ამბები ხერსონიდან მაგრამ ველოდებით ოფიციალურ დადასტურებასო!
ამასობაში მეზობელ სომხეთში ხალხი ქუჩაში გამოვიდა, გავიდეთ კუხო-ს შეთანხმებიდან, სანამ თავზე ჩამოგვმხობიაო!
კოლაბორანტების საყურადღებოდ: სამშობლოს ღალატი=სტრემოუსოვის “ავტოსაგზაო შემთხვევას”!
წაფერფლდა კიდევ ერთი მოღალატე კობზონის კონცერტზე!
უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის იმპერია ჩვენს თვალწინ ნადგურდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

იტვირთბა....