საზოგადოება

როგორ დაამარცხა ჟურნალისტმა თეა სიჭინავამ გამონაყარი

ტელეწამყვანი თეა სიჭინავა კანის ერთ-ერთი ვერაგი დაავადების, აკნეს მსხვერპლი იყო წლების წინ. ჟურნალისტმა მისი დამარცხება მოახერხა. რა გამოცდილება დააგროვა ამ დროს, თეა გულწრფელად აზიარებს:

„აკნე როგორც მოზარდების უმრავლესობას, გარდატეხის ასაკში მეც მქონდა. შემდეგ გაიარა. სადღაც სამი წლის წინ, ამის პროვოცირება რამ მოახდინა, სახის გაწმენდამ, მაკიაჟმა თუ სხვა რამემ, არ ვიცი, აკნე ისევ დაბრუნდა. მხოლოდ სახეზე მქონდა გამონაყარი, მაგრამ სამი წელი ვიტანჯებოდი. მაკიაჟის ქვეშ, რა თქმა უნდა, არაფერი არ ჩანს, მაგრამ მაკიაჟის მოშორების შემდეგ მუდმივად აკონტროლებ გაქრა თუ არა ეს დაავადება. ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი არ მიხაროდა. ამ წლების განმავლობაში ვისწავლე, რომ აკნე არ არის კვების შედეგად გამოწვეული დაავადება. ეს არის ჰორმონალური დისბალანსის მაჩვენებელი და დღემდე ვიტარებ გამოკვლევებს, ამას მიმაჩვია ამ დაავადებამ. აღმოჩნდა რომ ყველაფერი რიგზე მაქვს. როგორც სპეციალისტებმა მითხრეს, არსებობს გვიანი აკნე, რომელიც თავის დროზე გამოჩნდა. ასევე ვისწავლე, რომ ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, არასდროს თვითნებურად არ სცადოს სახის მოვლა, რადგან ეს დაავადება გავრცელებადია და არასპეციალისტის მიერ მკურნალობის შედეგად უფრო შეიძლება გავრცელდეს. „-ამბობს თეა სიჭინავა.

აღსანიშნავია, რომ აკნე არ არის გრიპი, რომელიც ერთ კვირაში მორჩება. ეს დაავადება აუცილებლად დერმატოლოგის და კოსმეტოლოგის ერთობლივი შეთანხმებით და დაკვირვებით უნდა განიკურნოს.

„დღის შოუ“

იტვირთბა....