მთავარი მსოფლიო

გრემის 58-ე დაჯილდოების გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

გრემის ცერემონიალის 58-ე დაჯილდოების გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. გუშინ საღამოს ლოს ანჯელესის სტეპლსის ცენტრში ამერიკის და არა მხოლოდ ამერიკის შოუ ბიზნესის ყველა წარმომადგენელი იყო შეკრებილი. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ:

გრემის რიგით 58-ე დაჯილდოების ცერემონიაზე მთავარი ნომინაციის გამარჯვებული ბრიტანელი მომღერალი ედ შერანი გახდა. წლის საუკეთესო ალბომისთვის გრემი ტეილორ სვიფტს გადასცეს.

ყველაზე მეტი ჯილდო რეპერმა კენდრიკ ლამარმა დააგროვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე შესრულდა ცნობილი მომღერლების ჰიტები. განსაკუთრებული პატივი მიაგეს დეივიდ ბოუის ხსოვნას, რომელიც 10 იანვარს სიმსივნით გარდაიცვალა. მისი სიმღერის შესრულების პატივი ლედი გაგას ერგო.

 

 

იტვირთბა....