ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, შონ პენი უკრაინას ესტუმრა. პენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და, მხარდაჭერის ნიშნად, მას საკუთარი ოსკარის ქანდაკება ჩაუტანა. შონ პენის ოსკარი კიევში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამარჯვებამდე დარჩება. მადლობის ნიშნად, ზელენსკიმ ამერიკელ ხელოვანს III ხარისხის ღირსების ორდენი გადასცა.
იტვირთბა....