ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

კალაძე ირანში ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს

ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ირანში იმყოფება. ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხება ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობას. კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა ზაფხულის პერიოდში ირანს ელექტროენერგია მიაწოდოს, ხოლო ზამთრის პერიოდში კი ირანიდან სომხეთის გავლით, ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელოს.

“იმის შემდეგ, რაც ირანს სანქციები მოუხსნეს ამ ქვეყნის რესურსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალი საინტერესო პროექტები განხორციელდეს. ზოგადად საუბარი იყო ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობაზე.

გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ჩვენ გვაქვს ჭარბი ელექტროენერგია და ჭარბი წყლის მოცულობები და ეს არის ის პერიოდი, როდესაც ირანს სჭირდება ელექტროენერგია. ირანი ახორციელებს ელექტროენეგიის იმპორტს სომხეთიდან, ჩვენ გვაქვს შესაძლბლობა რომ ირანს საქართველოდანაც მივაწოდოთ, სომხეთის გავლით ელექტროენერგია. ზამთარში, როდესაც ჩვენ გვჭირდება ელექტროენერგია, შეგვიძლია განვახორციელოთ ირანიდან იმპორტი სომხეთის გავლით”. – განაცხადა მინისტრმა.

იტვირთბა....