ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრიეს

ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი შემნახველი სალაროს შენობა დაანგრიეს.
მე-19 საუკუნის შენობის მესაკუთრე სააქციო საზოგადოება „სოდი ინვესტმენტია“.

კომპანიას მოდერნის სტილის შენობის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის ნებართვა აქვს. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, ფონური ნაგებობის გვერდით ახალი შენობის აგებასაც ითვალისწინებს.

ახლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან მხოლოდ ფასადის ორი მხარეა დარჩენილი. მის გვერდით მდებარე ისტორიული სახლისგან კი ფასადის მხოლოდ ერთი მხარე – ერთი კედელი.

„სოდი ინვესტმენტი“ სამუშაოებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით ახორციელებს, დარღვევები არ დაფიქსირებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენობისგან მხოლოდ ფასადის ნაწილის დატოვება სააგენტოს თანხმობით და შესაბამისი თანამდებობის პირების ხელმოწერით არის დადასტურებული.

იტვირთბა....